• info@nam.gov.ge 0322 43 95 57 facebook map
    ჩვენს შესახებ

    წიაღის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

    სსიპ  წიაღის ეროვნული სააგენტო დაფუძნდა 2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის №565 დადგენილებით. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს  ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

    სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლეს იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და რეგულირების საფასურს, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების  კონტროლს.

     

    კომპეტენციის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს  შემდეგ საქმიანობას: