• info@nam.gov.ge 0322 43 95 57 facebook map
    IGF-ის ყოველწლიური გენერალური შეხვედრა ჟენევაში

     

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი, მიმდინარე წლის  7-11 ოქტომბერს, IGF-ის ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას ესწრებოდნენ. ფორუმში საქართველომ, წევრის სტატუსით, პირველად მიიღო მონაწილეობა.
     
    სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო  სამთო-მოპოვებით, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა  და მდგრადი განვითარებისათვის მთავრობათაშორის ფორუმში (IGF) 2019 წლის დასაწყისში გაწევრიანდა
     

    მთავრობათაშორისი ფორუმი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს სასარგებლო წიაღისეულის მმართველობის გაუმჯობესებას.