• info@nam.gov.ge 0322 43 95 57 facebook map
    წიაღის მოპოვების პროცესში, რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება წარმატებით მიმდინარეობს

    სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP - United Nations Development Programme) მხარდაჭერით, რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შერჩეულმა ექსპერტმა - ლოის მარგარეტ ჰუგმა, პროცესში ჩართულ, უფლებამოსილი უწყებების წარმომადგენლებს რისკების შეფასების მეთოდოლოგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია წარუდგინა. წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში რისკების შეფასებაზე დაფუძნებული საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.